ხშირად დასმული კითხვები უძრავი ქონების ყიდვისას საქართველოში

  • Owain Lewis by Owain Lewis
  • 3 წლის წინ
  • 0

ქონების ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი გარიგებაა, მათთვის ვინც განახორციელებს ამ ტრანზაქციას.

Yourmove.ge-ზე ჩვენ ვიცით და გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი ასპექტის გათვალისწინება რაც უძრავი ქონების მართვას ეხება, რომ შემდგომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც გადავწყვიტეთ ბლოგის მიძღვნა ამ საკითხისთვის – ხშირად დასმული კითხვები, ეგრედ წოდებული “FAQ”. ხდკ (FAQ) დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მანამ სანამ ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას გაგიწევთ ყოველ ნაბიჯზე.

ხდკ (FAQ) ჩვენზე – Yourmove.ge

რატომ უნდა ვითანამშრომლო Yourmove.ge-თან,რომ მათ წარმომადგინონ როგორც ქონების მყიდველი ან გამყიდველი?
Yourmove.ge- ს გუნდი ძალიან მიზანდასახული და ენერგიულია. ჩვენ ვამაყობთ იმ მომსახურებით და სერვისით, რასაც ჩვენ ვუწევთ ჩვენს კლიენტებს. ჩვენ არასდროს არ დაგვჭირდება ზედმეტი ძალისხმევა,პირიქით სიამოვნებით დაგითმობთ დროს თქვენ და თქვენს საჭიროებებს. ჩვენ ჩვენს კლიენტებს ვაწვდით ფასეულ და მნიშვნელოვან ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ და საუკეთესო მომსახურებას, მათ შორის, ჩვენი ეფექტური მარკეტინგის ტექნიკისა და პირადი და პროფესიული ქსელების გამოყენებით.

როგორ დავიწყო?
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ფორმის შევსებით ‘დაგვიკავშირდით’ სექციიდან, რომ თქვენი საჭიროებების და მოთხოვნების შეფასება სწორად მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ ვირტუალური ან პირადი შეხვედრა თქვენთან და განვიხილოთ სამომავლო გეგმები თუ ჩვენთან თანამშრომლობას გადაწყვეტთ, ერთად გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს და თქვენი ოცნების სახლსაც ვიპოვნით.

რა შედის თქვენ გადასახდში?
აბსოლუტურად ყველაფერი აქ არ შეგხვდებათ არანაირი დაფარული ან წინასაწარი გადასახადები, ჩვენ თანხას ვიღებთ მხოლოდ წარმატებული ტრანზაქციის (გაყიდვა/შესყიდვის) შესრულებისას.

რა არეალს მოიცავს თქვენი სააგენტო?
ჩვენ მოვიცავთ საქართველოს ყველა არეალს. ჩვენ გპირდებით ხარისხს და კარგ მომსახურებას თქვენთვის საინტერესო ლოკაციაზე.

ხდკ მყიდველებისთვის

არის თუ არა კარგი აზრი საქართველოში ინვესტიცია?
საქართველომ დაიმკვიდრა თავისი ადგილი ტოპ 10-ში, როგორც ყველაზე მონახულებადი ლოკაცია. ასევე, საქართველო მე-5 პოზიციას იკავებს ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ. ასევე ემიგრანტებისთვის ხელსაყრელი პირობებია საქართველოში, რადგან გამარტივებულია სავიზო მიმოსვლა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ხსნის თავის საზღვრებს პანდემიის შემდეგ – ეს კი ეკონომიკის აღმასვლის მაჩვენებელია ეს არის ნათელი მაგალითი თუ რატომ იქნება თქვენი ბიზნესი წარმატებული საქართველოში.

რა არის ჩემი, როგორც მყიდველის ხარჯები?
კარგი ამბავი არის ის, რომ როგორც მყიდველი, თქვენ არ ხართ ვალდებული გადაიხადოთ უძრავი ქონების გაყიდვების წარმომადგენელის პროცენტი. უფრო მეტიც, გამყიდველი ვალდებულია დაფაროს მათი ქონების გაყიდვის თანმდევი ხარჯები. ამასთან, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ზოგიერთი ხარჯები, როგორიც არის მაგალითად: მიწის გადაცემის გადასახადი, საკუთრების შემოწმება, იურიდიული მოსაკრებლები, სახლისა და ქონების დაზღვევა, გადაადგილების ხარჯები და თუ საჭიროება იქნება მიერთების ხარჯები იქნები ეს წყალი, გაზი თუ ელექტროენერგია. ამ ხარჯების გარდა, შეიძლება დაგჭირდეთ ნებისმიერი სარემონტო ხარჯის გათვალისწინებაც,რომელზეც შეთანხმება შეძენამდეც არის შესაძლებელი.

რამდენი უძრავი ქონების ფლობა შემიძლია?
საქართველოს არ გააჩნია კანონი რომელიც ზემოთხსენებულის ლიმიტირებას აკეთებს. ამიტომ თქვენ არ ხართ შეზღუდული რაოდენობაში.

საჭიროა თუ არა რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა, როდესაც ქონება გადაეცემა სხვას თუ ფორმდება როგორც საჩუქარი?
დიახ. საერთოდ, სასაჩუქრე აქტზე ზოგადი გადასახადი მოქმედებს, ეს დამოკიდებულია ქონების ტიპზე.

რა არის ამჟამინდელი განაკვეთები ქონების სხვადასხვა გადასახადებისთვის, რომელთა გადახდაც საჭიროა?
კარგი ამბავი გვაქვს ამასთან დაკავშირებითაც თქვენ მხოლოდ თქვენ სახელზე გადმოფორმების თანხას იხდით, რომელიც წარმოადგენს $20-80. სხვა სახელმწიფო ხარჯები კი არ გეკისრებათ საქართველოში. თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენგან იქირაოთ ქონება, მაშინ მოგიწევთ 5%-ის გადახდა.

რა ენაზე უნდა იყოს სარეგისტრაციო დოკუმენტები?
სარეგისტრაციო დოკუმენტები უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე. ჩვენი ექსპერტთა გუნდი მოიცავს ასევე თარჯიმნებსაც, რომლებსაც შეუძლიათ კონსულტანციის გაწევა.

შემიძლია სხვას მივცე უფლებამოსილება, დაარეგისტრიროს ჩემი ქონება მინდობილობის მინიჭებით?
დიახ, ნოტარიულად დამტკიცების შემდეგ მიდობილობით რეგისტრაცია შესაძლებელია.

რა არის მინდობილობა?
მინდობილობა საშუალებას აძლევს ფიზიკურ პირს მისცეს უფლება სხვა პირს მიიღოს გადაწყვეტილება მისი აქტივების,ფინანსების და უძრავი ქონების ქონების შესახებ.

როგორ იქნება ჩემი საკუთრება რეგისტრირებული?
Yourmove.ge დაგეხმარებათ და ასისტენტობას გაგიწევთ ყველაფერში, რაც თქვენს მიერ ქონების შეძენას ემსახურება. ჩვენი მომსახურება საკუთრების რეგისტრაციისთვის მოიცავს სარეალიზაციო გადასახადის აუცილებელ შტამპირებას, რეგისტრაციის საფასურის გადახდას და შესაბამის იურისდიქციის ზონის რეგისტრატორის ოფისში დაფიქსირებას.

რა დოკუმენტაციაა საჭირო ქონების შესაძენად?
პასპორტის დედანი, ფოტოსურათები და საჭირო თანხები. დიახ, ეს ასე მარტივია. საქართველო საკუთრების შეძენის სიმარტივით მსოფლიოში მე -10 ადგილზეა.

რა დოკუმენტაციას მივიღებ საკუთრების შეძენის შემთხვევაში?
ნასყიდობის ხელშეკრულება
მშენებლობის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ახლად აშენებული)
მშენებლობის წამოწყების დამადასტურებელი დოკუმენტი (მშენებარე ქონება)
კონვერტაციის სერტიფიკატი (თუ სტატუსია შესაცველელი)
.

თქვენს მომსახურებაში ასისტენტობისგაწევა ქონების დაზღვევაში ან ქონებასთან დაკავშირებული საჭირო კრედიტის აღებაში შედის?
მიუხედავად იმისა, რომ კრედიტებს ან დაზღვევას პირდაპირ არ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს,თუმცა ჩვენ შეგვიძლია გადაგამისამართოთ სანდო კომპანიებთან.

დაახლოებით რამდენი სახლი უნდა დავათვალიერო, რომ შემდეგ სწორი შეთავაზება გავაკეთო?
Yourmove.ge სჯერა რომ საუკეთესო პასუხი ამ შეკითხვაზე არის: ” რამდენიც დაგჭირდებათ, სანამ თქვენთვის შესაფერის სახლს არ იპოვნით.” სახლის შეძენა, სავარაუდოდ, იქნება ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელსაც განახორციელებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ იპოვნეთ სახლი, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს ამჟამინდელ და სამომავლო საჭიროებებს. უკეთესია თუ მხოლოდ ერთი სახლის დათვალიერებით არ შემოვიფარგლებით, მაგრამ არც გადავაჭაბებთ დღეში 7-8 ტურსაც. ხშირია მახასიათებლების ერთმანეთში აღრევა, თუ ერთ დღეში ძალიან ბევრს დაათვალიერებთ. ჩვენს პორტალზე განთავსებული განცხადებები შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენთვის კომფორტული გარემოდან.

რა შედის სახლის კვადრატულობაში(მ2) ?
კვადრატულობა მოიცავს დასრულებულ სივრცეს, რომელსაც ასევე ვეძახით “საცხოვრებელ სივრცეს” (საცხოვრებლად გამოსადეგი). მაგალითად, ავტოფარეხები, დაუმთავრებელი სარდაფები და სხვენები არ შედის სახლის კვადრატულობის გაანგარიშებისას. სახლის კვადრატულობის განსაზღვრისას დერეფნები და სათავსოებიც ითვლება.

Join The Discussion

Compare listings

Compare