ოუენ ლევისი- საუკეთესო არჩევანი უძრავი ქონების ბიზნესში ბრიტანეთში და ახლა უკვე საქართველოში

  • Owain Lewis by Owain Lewis
  • 3 წლის წინ
  • 0

მოკრძალებული დასაწყისი ბრიტანეთიდან

დამოუკიდებელი სამუშაო ეთიკითა და უსაზღვრო შესაძლებლობებით შთაგონებულმა ოუენ ლევისმა დაიწყო თავისი კარიერა უძრავი ქონების სფეროში 25 წლის წინ. ის არის მისი კლიენტების სანდო მრჩეველი, ოუენი მათ ეხმარება შეიძინონ ან გაყიდონ თავიანთი საცხოვრებელი ან კომერციული ქონება.

ოუენმა თავისი კარიერა დაიწყო სტარტაპით ლონდონში, კომპანია ცნობილია როგორც – Templeton Flagg. მალე მისი ხარისხიანი მომსახურება შენიშნეს და კლიენტურაც გაიზარდა. ნდობა წარმოიშვა არაჩვეულებრივი სერვისით, რომელსაც კომპანიის წევრები უწევდნენ მათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომობაა, ხოლო Templeton Flagg სთავაზობდა მუდმივ სერვისს, ყველა საჭიროების შემთხვევაში – ამითი კი კომპანიამ კლიენტების გული მოიგო. ოუენი თვლის, რომ კლიენტებთან კონტაქტის შენარჩუნება აუცილებელია. ”პერიოდული ზარები კლიენტებთან, რომ გადავამოწმოთ, თუ როგორ არიან ისინი – ეს ქმნის რეალურ და გრძელვადიან ურთიერთობებს მე მჯერა რომ ეს არის სწორი მიდგომა. ეს არ ეხება მხოლოდ ბიზნეს გარიგებებს და თუ ვის შეუძლია მეტი ინვესტიციის გაკეთება, ეს არის ურთიერთობა და ნდობა. ნდობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიენტურის მოზიდვაში, რომელმაც შეიძლება ისევ ისარგებლოს თქვენი სერვისებით ამიტომ ეს ყველაფერი არ არის ერთჯერადი” – ამბობს იგი.

მის გუნდს შემოაქვს ახალი სამუშაო ეთიკა საქართველოში

გონივრული ინვესტიციების გათვლა და გაყიდვებზე ორიენტირებული პერსონა, ბუნებრივია, უძრავი ქონება მისთვის შესაფერისი სფეროა. დღეს გარდა იმისა, რომ ლონდონში Templeton Flagg- ის თანადამფუძნებელია, ოუენი არის Yourmove.ge -ის დამფუძნებელიც. ეს არის ახალი უძრავი ქონების პლატფორმა თბილისში. ოუენი და მისი ჯგუფი მზად არის რომ თავისი გამოცდილება საქართველოსაც გაუზიარონ. ”ჩვენ აღფრთოვანებული ვართ Yourmove.ge- ს მომავლით”, – პასუხობს ოუენი კითხვაზე, თუ როგორ გრძნობს იგი თავს ახალ მარკეტზე. “ჩემი მეუღლე შემოუერთდა ჩვენს გუნდს ამ ახალ ეტაპზე და მე აღფრთოვანებული ვარ, საოჯახო ბიზნესის ზრდით. იგი თავისი ინდივიდუალიზმით და თავდაჯერებულით ძალიან ბუნებრივია”.

რატომ აირჩია მან უძრავი ქონების ქართული მარკეტი, როგორც შემდეგი სამიზნე? ოუენს მიაჩნია, რომ საქართველოში უძრავი ქონების პრეზენტაცია დასახვეწია და მას ამის პოტენციალი აქვს. საერთაშორისო აუდიტორიის მიზნის მისაღწევად და გლობალური საინვესტიციო ბაზრის შესაქმნელად არსებობს სიცარიელე, რომელიც უნდა შეივსოს ინოვაციური ტექნოლოგიითა და სტრატეგიული მარკეტინგის საშუალებებით. იმ პრობლემები რომელსაც მეპატრონეები აწყდებიან უძრავი ქონების გაყიდვისას,მარტივად გამოასწორებს სწორი განლაგება და პროფესიონალ ფოტოგრაფთა და ვიდეოგრაფთა ჯგუფი. ოუენი გეგმავს ბრიტანული ფორმატის შემოტანას, რომელიც განკუთვნილია განსაკუთრებული,ძვირადღიებული აპარტამენტებისთვის, რათა მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიპყროს მთელს მსოფლიოში.

წარმატებული გზა დღემდე!

სააგენტო Your move ორი თვეა რაც გაიხნსა საქართველოში, ხოლო ოუენს უკვე აფასებენ საქართველოში მისი სერვისისა და პროფესიონალიზმისთვის. ორი მულტიმილიონიანი პროექტი თბილისში უკვე მიმდინარეობს რომელიც Yourmove.ge- ს ქოლგის ქვეშ არის, მან უკვე მოამზადა კლიენტებისთვის გზამკვლევი – ფინანსური, იურიდიული , იპოთეკური , სარემონტო სამუშაოების შესახებ და მრავალი სხვა. ეს ცოდნა ყველაზე ძლიერი მხარე იქნება მისი კლიენტებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას, ხოლო ამ უპირატესობას ისინი კონკურენციული სააგენტოების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

”საქართველოში უძრავი ქონების მრავალი ინვესტორი ებრძვის გამოწვევებს და ხვდებათ ბევრი პრობლემა. სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე შემოსვლა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კლიენტებისთვის ყველა იმ ფაქტორის ცოდნა, რაც მათ გარიგებას გაუადვილებს და მომავალი მყიდველებისთვის ან გამყიდველებისთვისაც გადამწყვეტი ფაქტორია. პირველად მყიდველებს აქვთ შეკითხვების განსხვავებული ნაკრები, განსხვავებით განმეორებითი მყიდველებისგან. სადაც პირველს სჭირდება მითითებები, თუ როგორ უნდა დაიწყოს, ხოლო უკანასკნელს სჭირდება მითითებები ბაზრის ცვლილებისა და ეკონომიკის შესახებ. ყიდვა ან გაყიდვა უნდა იყოს სასიამოვნო პროცესი და არ უნდა გამოიწვიოს გართულებები”, – ამბობს ოუენ ლევისი.

ისევე, როგორც Templeton Flagg–ის ბიზნესის 95 პროცენტი განმეორებით კლიენტებზე ან რეფერალებზეა დაფუძნებული, Yourmove.ge– ს გუნდი გაყვება იგივე კვალს, რაც უზრუნველყოფს კლიენტებს მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურებით. წლების განმავლობაში, როგორც ადგილობრივი დედაქალაქ თბილისში, ისინი ფლობენ ძალიან საჭირო მიუკერძოებელ, პრაქტიკულ ცოდნას ტენდენციებისა და უძრავი ქონების ბაზრის შესახებ. იქ, სადაც უძრავი ქონების უფრო კონკურენტუნარიანი სააგენტოები ორიენტირებული არიან ფულის გამომუშავებაზე, ვიდრე შესანიშნავი სერვისის მიწოდებაზე, Yourmove.ge აპირებს მთლიანი ყურადღება დაუთმოს კლიენტების საჭიროებებს.

პირობა – ცხოვრების კარგი ხარისხისთვის

The Team Of Yourmove.ge

”მე განსაკუთრებით ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული ვარ როდესაც საქმე კლიენტის ინტერესებს ეხება. მე მჯერა, რომ ჩემი მითითებები კლიენტისთვის სასარგებლო იქნება. თუ რაიმე არასწორი გზით წავიდა, არ მსურს სხვა დავადანაშაულო. ისევე, როგორც მადლიერებას ვაფასებ კარგად შესრულებული საქმისთვის, ასევე ვიღებ პასუხისმგებლობას შეცდომებზე, როდესაც ჩემი კლიენტებისათვის რაიმე არ მუშაობს სათანადოდ. ეს კი კომფორტულს ხდის ჩემთან მუშაობას, რადგან მათ იციან, თუ რამეიმემ არასწორად ჩაიარა,გამოუვალ მდგომარეობაში არ დარცებიან, რადგან მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვიწყებ პრობლემების გადაჭრას. “

კითხვაზე, თუ რისი გაკეთება უყვარს ყველაზე მეტად, როდესაც ის არ მუშაობს, ოუენი პასუხობს რომ ცოლთან, ქალიშვილთან და ძაღლთან ერთად დროის გატარებაზე მეტად არაფერი უყვარს. ის ამბობს: ”გვიყვარს მეგობრების დაპატიჟება ჩვენთან, ბარბექიუ შაბათ-კვირას და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, მგონია რომ საკმარისია განტვირთვისთვის და დასვენებისთვის ”. იგი ასევე ეხმარება ძაღლების ადგილობრივ თავშესაფარს და მხარს უჭერს მათ თავიანთი საქმის განვითარებაში. ”მე უბრალოდ მიყვარს ყველას დახმარება.მე ეს სიამოვნებას მანიჭებს, რაც ასევე მათაც აბედნიერებს. ასე რომ, ეს ორმხრივად მოგებული სიტუაციაა.”

კითხვაზე, შეუძლია თუ არა წარმოიდგინოს საკუთარი თავი სხვა სფეროში , გარდა უძრავი ქონების ბიზნესისა, იგი პასუხობს, ”ჩემი კმაყოფილება, მოდის ხალხისთვის საუკეთესო სერვისის გაწევით და დახმარებით, რომ გააკეთონ თავიანთი ცხოვრების ყველაზე დიდი გარიგება, რასაც წარმოადგენს სახლის შეძენა – რაც უბრალოდ არ შეიძლება შეესაბამებოდეს სხვა პროფესიას. მე მათი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილების ნაწილი ვხდები და ასევე ზოგიერთი მათგანი მიეკუთვნება ჩემი ახლო მეგობრების სიას უკვე 10 წელზე მეტია. ეს ჩემთვის წარმატებული პროფესიის ნიშანია. საბედნიეროდ, ეს ურთიერთობები და ნდობა უძრავი ქონების ინდუსტრიაში აღმოვაჩინე.”

Join The Discussion

Compare listings

Compare