ხშირად დასმული კითხვები ქონების გაყიდვისას/შეძენისას საქართველოში
თქვენი ქონების გაყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი გარიგებაა, მათთვის ვინც განახორციელებს ამ ტრანზაქციას. Yourmove.ge-ზე ჩვენ ვიცით და გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი ასპექტის გათვალისწინება რაც უძრავ ქონებას ეხება, რომ შემდგომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც გადავწყვიტეთ ბლოგის მიძღვნა ამ საკითხისთვის – ხშირად დასმული კითხვები, ეგრედ წოდებული “FAQ”. ხდკ (FAQ) დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მანამ სანამ ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას გაგიწევთ ყოველ ნაბიჯზე.
ხდკ (FAQ) ჩვენზე - Yourmove.ge
რატომ უნდა ვითანამშრომლო Yourmove.ge-თან,რომ მათ წარმომადგინონ როგორც ქონების მყიდველი ან გამყიდველი?
Yourmove.ge- ს გუნდი ძალიან მიზანდასახული და ენერგიულია. ჩვენ ვამაყობთ იმ მომსახურებით და სერვისით, რასაც ჩვენ ვუწევთ ჩვენს კლიენტებს. ჩვენ არასდროს არ დაგვჭირდება ზედმეტი ძალისხმევა,პირიქით სიამოვნებით დაგითმობთ დროს თქვენ და თქვენს საჭიროებებს. ჩვენ ჩვენს კლიენტებს ვაწვდით ფასეულ და მნიშვნელოვან ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ და საუკეთესო მომსახურებას, მათ შორის, ჩვენი ეფექტური მარკეტინგის ტექნიკისა და პირადი და პროფესიული ქსელების გამოყენებით.
როგორ დავიწყო?
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ განცხადების დამატებით ჩვენს საიტზე, გამოგვიგზავნოთ თქვენი შეკითხვები და გაგვიზიაროთ თქვენი მოთხოვნები და ინტერესები სახლთან დაკავშირებით ჩვენ კი დაგეხმარებით მოძებნაში. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ ონლაინ ან პირადი შეხვედრა, რომ გაგესაუბროთ ყველა პროცესზე და აგიხსნათ თუ როგორ მუშობს მარკეტი. თუ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი სერვისი, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ თანამშრომლობა და დაგეხმაროთ სახლის გაყიდვაში ან მის შეძენაში.
რა შედის თქვენ გადასახდში?
აბსოლუტურად ყველაფერი. აქ არ შეგხვდებათ არანაირი დაფარული ან წინასაწარი გადასახადები, ჩვენ თანხას ვიღებთ მხოლოდ წარმატებული ტრანზაქციის (გაყიდვა/შესყიდვის) შესრულებისას.
რა არეალს მოიცავს თქვენი სააგენტო?
ჩვენ მოვიცავთ საქართველოს ყველა არეალს. ჩვენ გპირდებით ხარისხს და კარგ მომსახურებას თქვენთვის საინტერესო ლოკაციაზე.
ხდკ მყიდველებისთვის
არის თუ არა კარგი აზრი საქართველოში ინვესტიცია?
საქართველომ დაიმკვიდრა თავისი ადგილი ტოპ 10-ში, როგორც ყველაზე მონახულებადი ლოკაცია. ასევე, საქართველო მე-5 პოზიციას იკავებს ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ. ასევე ემიგრანტებისთვის ხელსაყრელი პირობებია საქართველოში, რადგან გამარტივებულია სავიზო მიმოსვლა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ხსნის თავის საზღვრებს პანდემიის შემდეგ – ეს კი ეკონომიკის აღმასვლის მაჩვენებელია ეს არის ნათელი მაგალითი თუ რატომ იქნება თქვენი ბიზნესი წარმატებული საქართველოში.
რა არის ჩემი, როგორც მყიდველის ხარჯები?
კარგი ამბავი არის ის, რომ როგორც მყიდველი, თქვენ არ ხართ ვალდებული გადაიხადოთ უძრავი ქონების გაყიდვების წარმომადგენელის პროცენტი. უფრო მეტიც, გამყიდველი ვალდებულია დაფაროს მათი ქონების გაყიდვის თანმდევი ხარჯები. ამასთან, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ზოგიერთი ხარჯები, როგორიც არის მაგალითად: მიწის გადაცემის გადასახადი, საკუთრების შემოწმება, იურიდიული მოსაკრებლები, სახლისა და ქონების დაზღვევა, გადაადგილების ხარჯები და თუ საჭიროება იქნება მიერთების ხარჯები იქნები ეს წყალი, გაზი თუ ელექტროენერგია. ამ ხარჯების გარდა, შეიძლება დაგჭირდეთ ნებისმიერი სარემონტო ხარჯის გათვალისწინებაც,რომელზეც შეთანხმება შეძენამდეც არის შესაძლებელი.
რამდენი უძრავი ქონების ფლობა შემიძლია?
საქართველოს არ გააჩნია კანონი რომელიც ზემოთხსენებულის ლიმიტირებას აკეთებს. ამიტომ თქვენ არ ხართ შეზღუდული რაოდენობაში.
საჭიროა თუ არა რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა, როდესაც ქონება გადაეცემა სხვას თუ ფორმდება როგორც საჩუქარი?
დიახ. საერთოდ, სასაჩუქრე აქტზე ზოგადი გადასახადი მოქმედებს, ეს დამოკიდებულია ქონების ტიპზე.
რა არის ამჟამინდელი განაკვეთები ქონების სხვადასხვა გადასახადებისთვის, რომელთა გადახდაც საჭიროა?
კარგი ამბავი გვაქვს ამასთან დაკავშირებითაც თქვენ მხოლოდ თქვენ სახელზე გადმოფორმების თანხას იხდით, რომელიც წარმოადგენს $20-80. სხვა სახელმწიფო ხარჯები კი არ გეკისრებათ საქართველოში. თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენგან იქირაოთ ქონება, მაშინ მოგიწევთ 5%-ის გადახდა.
რა ენაზე უნდა იყოს სარეგისტრაციო დოკუმენტები?
სარეგისტრაციო დოკუმენტები უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე. ჩვენი ექსპერტთა გუნდი მოიცავს ასევე თარჯიმნებსაც, რომლებსაც შეუძლიათ კონსულტანციის გაწევა.
შემიძლია სხვას მივცე უფლებამოსილება, დაარეგისტრიროს ჩემი ქონება მინდობილობის მინიჭებით?
დიახ, ნოტარიულად დამტკიცების შემდეგ მიდობილობით რეგისტრაცია შესაძლებელია.
რა არის მინდობილობა?
მინდობილობა საშუალებას აძლევს ფიზიკურ პირს მისცეს უფლება სხვა პირს მიიღოს გადაწყვეტილება მისი აქტივების,ფინანსების და უძრავი ქონების ქონების შესახებ.
როგორ იქნება ჩემი საკუთრება რეგისტრირებული?
Yourmove.ge დაგეხმარებათ და ასისტენტობას გაგიწევთ ყველაფერში, რაც თქვენს მიერ ქონების შეძენას ემსახურება. ჩვენი მომსახურება საკუთრების რეგისტრაციისთვის მოიცავს სარეალიზაციო გადასახადის აუცილებელ შტამპირებას, რეგისტრაციის საფასურის გადახდას და შესაბამის იურისდიქციის ზონის რეგისტრატორის ოფისში დაფიქსირებას.
რა დოკუმენტაციაა საჭირო ქონების შესაძენად?
პასპორტის დედანი, ფოტოსურათები და საჭირო თანხები. დიახ, ეს ასე მარტივია. საქართველო საკუთრების შეძენის სიმარტივით მსოფლიოში მე -10 ადგილზეა.
რა დოკუმენტაციას მივიღებ საკუთრების შეძენის შემთხვევაში?
ნასყიდობის ხელშეკრულება მშენებლობის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ახლად აშენებული) მშენებლობის წამოწყების დამადასტურებელი დოკუმენტი (მშენებარე ქონება) კონვერტაციის სერტიფიკატი (თუ სტატუსია შესაცველელი) .
თქვენს მომსახურებაში ასისტენტობისგაწევა ქონების დაზღვევაში ან ქონებასთან დაკავშირებული საჭირო კრედიტის აღებაში შედის?
მიუხედავად იმისა, რომ კრედიტებს ან დაზღვევას პირდაპირ არ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს,თუმცა ჩვენ შეგვიძლია გადაგამისამართოთ სანდო კომპანიებთან.
დაახლოებით რამდენი სახლი უნდა დავათვალიერო, რომ შემდეგ სწორი შეთავაზება გავაკეთო?
Yourmove.ge სჯერა რომ საუკეთესო პასუხი ამ შეკითხვაზე არის: ” რამდენიც დაგჭირდებათ, სანამ თქვენთვის შესაფერის სახლს არ იპოვნით.” სახლის შეძენა, სავარაუდოდ, იქნება ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელსაც განახორციელებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ იპოვნეთ სახლი, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს ამჟამინდელ და სამომავლო საჭიროებებს. უკეთესია თუ მხოლოდ ერთი სახლის დათვალიერებით არ შემოვიფარგლებით, მაგრამ არც გადავაჭაბებთ დღეში 7-8 ტურსაც. ხშირია მახასიათებლების ერთმანეთში აღრევა, თუ ერთ დღეში ძალიან ბევრს დაათვალიერებთ. ჩვენს პორტალზე განთავსებული განცხადებები შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენთვის კომფორტული გარემოდან.
რა შედის სახლის კვადრატულობაში(მ2) ?
კვადრატულობა მოიცავს დასრულებულ სივრცეს, რომელსაც ასევე ვეძახით “საცხოვრებელ სივრცეს” (საცხოვრებლად გამოსადეგი). მაგალითად, ავტოფარეხები, დაუმთავრებელი სარდაფები და სხვენები არ შედის სახლის კვადრატულობის გაანგარიშებისას. სახლის კვადრატულობის განსაზღვრისას დერეფნები და სათავსოებიც ითვლება.
ხდკ - გაყიდვებისთვის
რამდენად შეაფასებთ ჩემს ქონებას საქართველოში?
ჩვენ სიამოვნებით მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას ბაზრის/მარკეტის შესახებ, წინასწარ ანალიზს გავუკეთებთ მას. ამის შემდეგ კი დავადგენთ თქვენი ქონების ზუსტ ღირებულებას.
რა ხდება თუ ჩემი ქონებით ვინმე დაინტერესდება ან შემოთავაზებას გააკეთებს?
თქვენ მიიღებთ ავტომატურ (მეილს და სმს-ს) და შეძლებთ ნახოთ შეთავაზებასთან დაკავშირებული ყველა პირობა. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შემოთავაზება დაადასტუროთ ან უარყოთ, ან შეგიძლიათ მოგვმართოთ და თქვენს ნაცვლად გავაკეთებთ ყველაფერს.
მე მინდა გავყიდო ჩემი საკუთრება/უძრავი ქონება. რა დოკუმენტებია წარსადგენი მყიდველისთვის ჩემი მხრიდან?
მყიდველს შეუძლია მოგთხოვოთ ორიგინალი ნასყიდობის ხელშეკრულება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
არის რაიმე პროცედურა რომელიც აუცილებლად გასავლელია, ან ფორმა რომელიც აუცილებლად შესავსებია ნასყიდობამდე ან დოკუმენტაციის გადაცემამდე?
დიახ. საქართველომ ჩამოაყალიბა ფორმების საკუთარი ნაკრები რეგისტრაციის წესების შესაბამისად. ეს ფორმები შევსებული უნდა იყოს ყიდვა-გაყიდვის აქტის შესრულებამდე.
სავალდებულოა ქონების საბუთების რეგისტრაცია გაყიდვამდე?
დიახ. ჩვენ დაგეხმარებით ამის გაკეთებაში სარეგისტრაციო ოფისში
როდის ხდება უძრავი ქონების გადაფორმება?
როდესაც საკუთრების მფლობელს/გამყიდველს მთლიანი თანხა გადაეცემა, ამის შემდეგ ხდება დოკუმენტაციის რეგისტრაცია ხოლო მყიდველს მიენიჭება ოფიციალური ქონების ფლობის სტატუსი.
რამდენად მალე მივიღებ თქვენგან ზარს ღირებულების მოთხოვნის შემდეგ?
თქვენ მიიღებთ ზარს მოთხოვნიდან 10-15 წუთში,რა თქმა უნდა იმ პირობით თუ სამუშაო საათებში გამოგზავნით თქვენს შეკითხვას.. სხვა შემთხვევაში შემდეგ სამუშაო დღეს დაგიკავშირდებით.
მე მინდა გავყიდო ჩემი საკუთრება/უძრავი ქონება. როგორ დამეხმარება Yourmove.ge ?
ჩვენი ადგილობრივი ცოდნის გამოყენებით, საერთაშორისო მარკეტინგულ გაშუქებასთან ერთად, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ქონების სწორად წარმოჩენაზე მათთვის ვინც დაინტერესებულია ან ეძებს უძრავ ქონებას საქართველოში.