საქართველო – სამკაული აზიასა და ევროპას გასაყარზე
გარდა იმისა, რომ საქართველო ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით, იგი ასევე ცნობილია თავისი შესანიშნავი გეოპოლიტიკური მდებარეობით. საქართველო მდებარეობს აზიას და ევროპას შორის, იგი იზიდავს ინვესტორებს და ტურისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის. თქვენ შეიძლება წაიკითხეთ უამრავი სტატია, რომლებიც გამოქვეყნებულია და ასახელებს საქართველოს 2021 წლის ერთ-ერთ აღმოჩენად. თბილისში, უძრავი ქონების სააგენტომ Yourmove.ge-ის გუნდმა შეადგინა მიზეზების ჩამონათვალი, თუ რატომ არის სარფიანი იდეა ქართულ უძრავ ქონებაში ინვესტიციის გაკეთება.
სტრატეგიული ლოკაცია
ლოკაცია! ლოკაცია! და კიდევ ერთხელ ლოკაცია! ეს არის მანტრა, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ქონების კარგ ინვესტიციას. საქართველოს თავისი უნიკალური ადგილმდებარეობა ეხმარება მას მარკეტზე კარგი ადგილის მოპოვებაში 4 საათიანი ფრენის რადიუსი ევროპიდან,შუა აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან – ეს საქართველოს მარკეტის კარებს უღებს 1,5 მილიარდზე მეტ ადამიანს, რომელთა საერთო ქონება წარმოადგენს დაახლოებით 20 ტრილიონ აშშ დოლარს. საერთაშორისო ბრენდებმა, რომლებმაც საქართველო ერთ-ერთ ჰაბად აირჩიეს არიან : Wissol, BP, Toyota და Gulf, რამაც თავისთავად ხელი შეუწყო ხალხის დასაქმებასაც.
სახლის ფასები
Yourmove.ge- ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქონების ფასები შეიძლება დაეცა წლის პირველ კვარტალში, მაგრამ მესამე კვარტალში მან კვლავ უნდა იმატოს. 2021 წლის პირველი ექვსი თვე შეიძლება ყველაზე ხელსაყრელი იყოს უძრავი ქონების ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთრების ყიდვით. მართალია, შესაძლოა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს, თუმცა სტრატეგიული გეგმები – ტურიზმი, ინვესტიციები და სხვა ეკონომიკური რეფორმები დაღმასვლას კარგ წინააღმდეგობას გაუწევს.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ შეაჩერა საქართველოში თითქმის ყველა ბიზნეს სექტორი, 2021 წელს უძრავი ქონების ბაზარმა უკვე დაიწყო დაბრუნება. 2021 წლის მხოლოდ პირველ თვეში თბილისში დარეგისტრირდა ქონების შესყიდვის 1900-ზე მეტი ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედარებით მცირე რიცხვია, იგი მიანც გვაჩვენებს აღმასვლას ამ რთულ პერიოდში.
მარტივი შესყიდვის პროცესი
მსოფლიო ბანკის მიერ საქართველომ აიღო VII ადგილი 190 ქვეყნიდან – ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით. ამით საქართველოს ბიზნეს მარკეტი იმავე დიაპაზონში ექცევა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, სინგაპური და დანია ქონების შეძენა საქართველოში ძალიან სწრაფი და გამჭვირვალე პროცესია, რომელსაც 140-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ. ასევე, პოპულარობას იძენს საქართველოს რეზიდენტობის პროგრამა უძრავუ ქონების ინვესტიციების საშუალებით.
მცირე და საშუალო ზომის საკუთრების ყიდვა-გაყიდვამ საქართველო აქცია უძრავი ქონების ინვესტიციების მხრივ მზარდ და საინტერესო მარკეტად. ნებისმიერი ქონების შეძენამდე, კონსულტაცია გაიარეთ Yourmove.ge-თან, რათა დაგეხმაროთ ბიუჯეტის შესაბამისი ქონების არჩევაში.
მაინც გაწუხებთ კითხვა, უნდა შეიძინოთ თუ არა სახლი პანდემიის დროს?

დაბალ ფასებში სახლის ყიდვა მიმზიდველი ვარიანტია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი და გამოწვევები, გააჩნია როგორ იმოქმედებს პანდემია ბაზარზე და მომხმარებელთა ფინანსურ ცხოვრებაზე.
კარგი ამბავი მომავალი მყიდველებისთვის – სტაბილური შემოსავლით და ქეშით ხელში არის ის, რომ თუ მასობრივი უმუშევრობა გაგრძელდება, მომდევნო თვეებში შეიძლება ვნახოთ ბევრი კერძო საკუთრება ფასდაკლებით, რაც მას მყიდველთა მარკეტად აქცევს. საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უძრავი ქონების შეძენა საუკეთესო ინვესტიციაა,რა თქმა უნდა თუ ფინანსურად ყველაფერი სწორად გაქვთ გაანგარიშებული. შემოგვიერთდით Yourmove.ge-ზე, რომ აღმოაჩინოთ ბევრი ვარიანტი და ერთხედ ვიპოვნოთ “შენი სახლი”.



Join The Discussion