ხშირად დასმული კითხვები უძრავი ქონების გაყიდვისას საქართველოში

თქვენი ქონების გაყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი გარიგებაა, მათთვის ვინც განახორციელებს ამ ტრანზაქციას.

Yourmove.ge-ზე ჩვენ ვიცით და გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი ასპექტის გათვალისწინება რაც უძრავი ქონების მართვას ეხება, რომ შემდგომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც გადავწყვიტეთ ბლოგის მიძღვნა ამ საკითხისთვის – ხშირად დასმული კითხვები, ეგრედ წოდებული “FAQ”. ხდკ (FAQ) დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მანამ სანამ ჩვენ გაგიწევთ ასისტენციას.

ხდკ (FAQ) ჩვენზე – Yourmove.ge

რატომ უნდა ვითანამშრომლო Yourmove.ge-თან,რომ მათ წარმომადგინონ როგორც ქონების მყიდველი ან გამყიდველი?
Yourmove.ge- ს გუნდი ძალიან მიზანდასახული და ენერგიულია. ჩვენ ვამაყობთ იმ მომსახურებით და სერვისით, რასაც ჩვენ ვუწევთ ჩვენს კლიენტებს. ჩვენ არასდროს არ დაგვჭირდება ზედმეტი ძალისხმევა,პირიქით სიამოვნებით დაგითმობთ დროს თქვენ და თქვენს საჭიროებებს. ჩვენ ჩვენს კლიენტებს ვაწვდით ფასეულ და მნიშვნელოვან ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ და საუკეთესო მომსახურებას, მათ შორის, ჩვენი ეფექტური მარკეტინგის ტექნიკისა და პირადი და პროფესიული ქსელების გამოყენებით.

როგორ დავიწყო?
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ფორმის შევსებით ‘დაგვიკავშირდით’ სექციიდან, რომ თქვენი საჭიროებების და მოთხოვნების შეფასება სწორად მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ ვირტუალური ან პირადი შეხვედრა თქვენთან და განვიხილოთ სამომავლო გეგმები თუ ჩვენთან თანამშრომლობას გადაწყვეტთ, ერთად გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს და თქვენი ოცნების სახლსაც ვიპოვნით.

რა შედის თქვენ გადასახდში?
აბსოლუტურად ყველაფერი აქ არ შეგხვდებათ არანაირი დაფარული ან წინასაწარი გადასახადები, ჩვენ თანხას ვიღებთ მხოლოდ წარმატებული ტრანზაქციის (გაყიდვა/შესყიდვის) შესრულებისას.

რა არეალს მოიცავს თქვენი სააგენტო?
ჩვენ მოვიცავთ საქართველოს ყველა არეალს. ჩვენ გპირდებით ხარისხს და კარგ მომსახურებას თქვენთვის საინტერესო ლოკაციაზე.

ხდკ – გაყიდვებისთვის

რამდენად შეაფასებთ ჩემს ქონებას საქართველოში?
ჩვენ სიამოვნებით მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას ბაზრის/მარკეტის შესახებ, წინასწარ ანალიზს გავუკეთებთ მას. ამის შემდეგ კი დავადგენთ თქვენი ქონების ზუსტ ღირებულებას.

რა ხდება თუ ჩემი ქონებით ვინმე დაინტერესდება ან შემოთავაზებას გააკეთებს?
თქვენ მიიღებთ ავტომატურ (მეილს და სმს-ს) და შეძლებთ ნახოთ შეთავაზებასთან დაკავშირებული ყველა პირობა. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შემოთავაზება დაადასტუროთ ან უარყოთ, ან შეგიძლიათ მოგვმართოთ და თქვენს ნაცვლად გავაკეთებთ ყველაფერს.

მე მსურს გავყიდო ჩემი საკუთრება რა დოკუმენტებია წარსადგენი მყიდველისთვის ჩემი მხრიდან?
მყიდველს შეუძლია მოგთხოვოთ ორიგინალი ნასყიდობის ხელშეკრულება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.

არის რაიმე პროცედურა რომელიც აუცილებლად გასავლელია, ან ფორმა რომელიც აუცილებლად შესავსებია ნასყიდობამდე ან დოკუმენტაციის გადაცემამდე?
დიახ. საქართველომ ჩამოაყალიბა ფორმების საკუთარი ნაკრები რეგისტრაციის წესების შესაბამისად. ეს ფორმები შევსებული უნდა იყოს ყიდვა-გაყიდვის აქტის შესრულებამდე.

სავალდებულოა ქონების საბუთების რეგისტრაცია გაყიდვამდე?
დიახ. ჩვენ დაგეხმარებით ამის გაკეთებაში სარეგისტრაციო ოფისში

როდის ხდება უძრავი ქონების გადაფორმება?
როდესაც საკუთრების მფლობელს/გამყიდველს მთლიანი თანხა გადაეცემა, ამის შემდეგ ხდება დოკუმენტაციის რეგისტრაცია ხოლო მყიდველს მიენიჭება ოფიციალური ქონების ფლობის სტატუსი.

რამდენად მალე მივიღებ თქვენგან ზარს ღირებულების მოთხოვნის შემდეგ?
თქვენ მიიღებთ ზარს მოთხოვნიდან 10-15 წუთში,რა თქმა უნდა იმ პირობით თუ სამუშაო საათებში გამოგზავნით თქვენს შეკითხვას.. სხვა შემთხვევაში შემდეგ სამუშაო დღეს დაგიკავშირდებით.

მე მინდა გავყიდო ჩემი საკუთრება/უძრავი ქონება. როგორ დამეხმარება Yourmove.ge ?
ჩვენი ადგილობრივი ცოდნის გამოყენებით, საერთაშორისო მარკეტინგულ გაშუქებასთან ერთად, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ქონების სწორად წარმოჩენაზე მათთვის ვინც დაინტერესებულია ან ეძებს უძრავ ქონებას საქართველოში.

Join The Discussion